აშშ, ბრიტანეთი, საფრანგეთი, გერმანია და იტალია ახლო აღმოსავლეთში ვითარების დეესკალაციის მოწოდებით გამოდიან

აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, გერმანიისა და იტალიის ლიდერებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, რომელშიც ახლო აღმოსავლეთის რეგიონში ყველა მხარეს დეესკალაციისკენ მოუწოდებენ.

„ჩვენ, შეერთებული შტატების, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, გერმანიისა და იტალიის ლიდერებმა ახლო აღმოსავლეთში სიტუაცია განვიხილეთ. ჩვენ სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ დაძაბულობის დეესკალაციის, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების მიღწევისა და ღაზის სექტორში ტყვეების გათავისუფლებისკენ მიმართულ ძალისხმევას“, – ნათქვამია განცხადებაში.

ხუთი ქვეყნის ლიდერი ასევე აღნიშნავს, რომ კონფლიქტის მონაწილე ყველა მხარემ საკუთარი ვალდებულებები უნდა შეასრულოს. ისინი სრულ მხარდაჭერას უცხადებენ ისრაელს და მოუწოდებენ ირანს შეწყვიტოს მუქარა.

მსგავსი თემები