ცნობილია, რა იდო ყუთში, რომელიც პარიზში, ოლიმპიურ პრიზიორებს გადასცეს

პარიზის 2024 წლის ოლიმპიადა დასრულდა და ოლიმპიური ჩემპიონები გამოვლინდნენ. სპორტსმენებს  მედლების გადაცემამდე პატარა ყუთებს ურიგებდნენ. ბევრს აინტერესებდა რა იდო აღნიშნულ ყუთებში. ამასთან დაკავშირებით, ავსტრალიელმა ჯესიკა ფოქსმა ტიკტოკის საკუთარ არხზე ისაუბრა.

როგორც აღმოჩნდა, ყუთებში პარიზის ოლიმპიური თამაშების პოსტერი აღმოჩნდა, რომლის ავტორიც ფრანგი არტისტი უგო გატონი გახლავთ. მან აღნიშნული ნამუშევრის შესრულებას 4 თვე დაახარჯა.

მსგავსი თემები