,,რუსები ამბობენ, რომ უბრალოდ უკრაინელების მოკვლა სჭირდებათ”- ვიტალი კიმი

მიკოლაივის მერის ვიტალი კიმის განცხადებით, ქალაქის  ტერიტორიაზე საჰაერო იერიში გრძელდება.

მერის ინფორმაციით,  მსხვერპლი არ არის, თუმცა დაბომბვის შედეგად მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი მიადგა ქალაქს.

,,დაბომბვები გრძელდება. ოკუპანტები ამას 9 მაისამდე, რუსეთის სირცხვილის დღისთვის აკეთებენ. მსხვერპლი არ ყოფილა, მსუბუქად დაშავდნენ. მატერიალური ზარალი დიდია, მაგრამ გადავრჩებით. რუსების რიტორიკის მიხედვით შევამჩნიე, დაავიწყდათ, რომ ისინი აქ რუსულენოვანების გასათავისუფლებლად მოდიან. დაავიწყდათ რისთვის იყო ეს სპეცოპერაცია. პრინციპში, მთელი რიტორიკა შეიცვალა. ახლა ტელევიზიით ამბობენ, რომ უბრალოდ უკრაინელების მოკვლა სჭირდებათ და NATO-სთან ომში არიან. უკრაინელების მკვლელობა ახლა მათი სიდიადეა,” – აცხადებს  ვიტალი კიმი.

მსგავსი თემები