,,მხარს ვუჭერთ უკრაინულ ძალებს, რომ რუსეთისგან თავდაცვა შეძლონ” – პატელი

,,მხარს ვუჭერთ უკრაინულ ძალებს, რომ რუსეთისგან თავდაცვა შეძლონ”, – ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მოადგილემ ვედანტ პატელმა განაცხადა.

მისი თქმით, სამხედრო ოპერაციის წარმართვა სრულად უკრაინელების გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული.

,,მე მივცემ ნებას ჩვენს პარტნიორებს უკრაინაში, ისაუბრონ საკუთარ სამხედრო ოპერაციებზე. მაგრამ ზოგადად, ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინულ სამხედრო ძალებს, რომ შეძლონ დაიცვან თავი რუსეთის თავდასხმებისგან, რომლებიც მათ საზღვარს კვეთენ.

საბოლოოდ, გადაწყვეტილებები იმის შესახებ, თუ როგორ წარმართავს უკრაინა თავის სამხედრო ოპერაციებს, სრულად დამოკიდებულია უკრაინელების გადაწყვეტილებაზე. არაფერი შეცვლილა შეერთებული შტატების პოლიტიკაში საზღვრის მიღმა დარტყმების შესახებ“, – განაცხადა პატელმა.

მსგავსი თემები