,,შენს გამო მიყვარდა მთაში სიარული, შეხვედრამდე, ძმაო” – გუგა ქაშიბაძე

,,შენს გამო მიყვარდა მთაში სიარული, შეხვედრამდე ძმაო”, – წერს სოციალურ ქსელში, პლასტიკური ქირურგი გუგა ქაშიბაძე, ქართველი მთამსვლელის გარდაცვალებასთან დაკავშირებით.

შეგახსენებთ, რომ მწვერვალ შხელდაზე, უბედური შემთხვევის შედეგად დაღუპული ალპინისტი 34 წლის არჩილ ბადრიაშვილია. არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა სპორტსმენი მწვერვალზე მეხის დაცემის შემდეგ გარდაიცვალა.

მაშველებმა, სვანეთში, მწვერვალ შხელდაზე მყოფი სამი მთამსვლელი უვნებლად, სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის დახმარებით მესტიაში გადმოიყვანეს.

მსგავსი თემები