ლონდონში დანით შეიარაღებულმა პირმა ქალი და ბავშვი დაჭრა

ლონდონში მამაკაცმა ბავშვი და ქალი დაჭრა. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ლონდონში, ლესტერის მოედანზე დანით შეიარაღებულმა მამაკაცმა 11 წლის გოგონა და 34 წლის ქალი დაჭრა.

პოლიციამ თავდამსხმელი დააკავა, ხოლო დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს.

მსგავსი თემები