უკრაინელი მაღალჩინოსანი ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს

უკრაინის ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე 500 000 დოლარის ოდენობის ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს. უკრაინული მედიის ინფორმაციით, ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურმა და ეროვნულმა ანტიკორუფციულმა ბიურომ მასშტაბური კორუფციული ქსელი გამოააშკარავეს, რომელიც ენერგეტიკის მინისტრის მოადგილის მიერ იყო ორგანიზებული.

„უკრაინსკაია პრავდის“ ცნობით, კომპლექსური ღონისძიებების შედეგად დააკავეს ალექსანდრ ხაილო, რომელმაც 500 000 დოლარის ოდენობის ქრთამი აიღო. გამოძიების მიხედვით, ამ თანხის სანაცვლოდ უკრაინელი მაღალჩინოსანი ლვოვისა და ვოლინის ოლქების სახელმწიფო საწარმოების ხელმძღვანელ პირებს დაჰპირდა, რომ ფრონტის ხაზზე, კერძოდ, დონეცკის ოლქში მდებარე ქალაქში არსებული მაღაროდან სამთო-მომპოვებელ აღჭურვილობას გადასცემდა.

 

მსგავსი თემები