ავსტრალიის საკურორტო ქალაქში ერთ-ერთ სასტუმროს ვერტმფრენი შეეჯახა

ავსტრალიის საკურორტო ქალაქში ერთ-ერთ სასტუმროს ვერტმფრენი შეეჯახა. შედეგად პილოტი დაიღუპა, სასტუმროდან კი ასობით დამსვენებლის ევაკუაცია განხორციელდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ორძრავიანი ვერტმფრენი სასტუმროს სახურავს შეეჯახა, რის გამოც ხანძარი გაჩნდა. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

მსგავსი თემები