ნიკა მელიას თავს დაესხნენ

პარტია „ახალის“ თანათავმჯდომარეს და „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთ ლიდერს, ნიკა მელიას  თავს დაესხნენ. გავრცელებული ინფორმაციით შემთხვევა, სამტრედიაში მოხდა. პარტიის პრესსამსახურში აცხადებენ, რომ მელია მედიასთან კომენტარს აკეთებდა, მოულოდნელად კი მას თავს დაესხა ადამიანი, რომელიც გარკვეული დროის განმავლობაში იმავე ტერიტორიაზე იმყოფებოდა. მომხდარის სხვა დეტალები ამ დროისთვის, უცნობია.

შემთხვევის დროს, ადგილზე, ასევე, იმყოფებოდნენ „კოალიცია ცვლილებებისთვის“ სხვა ლიდერები.

 

მსგავსი თემები