„ჰამასის“ წინააღმდეგ ომში ისრაელის მრავალი მიზანი მიღწეულია, მაგრამ მსხვერპლი უზარმაზარია”- შოლცი

გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან სატელეფონო საუბარში განაცხადა, რომ მძევლების გათავისუფლებისა და ღაზას სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ „ჰამასთან“ შეთანხმების გაფორმების დრო დადგა. ინფორმაციას Deutsche Welle გერმანიის მთავრობის ოფიციალური წარმომადგენლის მოადგილეზე, ვოლფგანგ ბიუხნერზე დაყრდნობით ავრცელებს.

„ჰამასის“ წინააღმდეგ ომში ისრაელის მრავალი მიზანი მიღწეულია, მაგრამ “ადამიანთა ტანჯვა და მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლი უზარმაზარია” – განუცხადა შოლცმა ისრაელის პრემიერს.

გერმანიის მთავრობის მეთაურმა სერიოზული შეშფოთება გამოხატა ახლო აღმოსავლეთში რეგიონული კონფლიქტის საფრთხის გამო.

 

მსგავსი თემები