უკრაინელი სამხედროები კურსკის ოლქის კიდევ ერთ რაიონში შევიდნენ. ინფორმაციას, ამის შესახებ მედია, ბელოვსკის რაიონის მეთაური ნიკოლაი ვოლობუევზე დაყრდნობიტ იუწყება.
„დივერსიულ-სადაზვერვო ჯგუფების შემოსვლამ ჩვენს ტერიტორიაზე დიდი აურზაური და პანიკა გამოიწვია. ახლა ვითარება სტაბილური, თუმცა ძალიან დაძაბულია“- აცხადებს ვოლობუევი ვიდეომიმართვაში.
მისი თქმით, საბრძოლო შეტაკებები არ მიმდინარეობს.