ევროკავშირის 17-მა ქვეყანამ უკრაინას 500 ელექტრო გენერატორი გაუგზავნა. აღნიშნულ ინფორმაციას ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ვიცე-პრემიერი, ოლგა სტეფანიშინა ავრცელებს.
,,კვირების განმავლობაში რუსეთი უტევს უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას. ევროკავშირის 17-მა წევრმა ქვეყანამ მოისმინა ჩვენი თხოვნა და გამოგვიგზავნეს 500 დენის გენერატორი, რათა დაეხმარონ უკრაინელებს ზამთარში გადარჩენაში”, – განაცხა სტეფანიშინამ.
ცნობისთვის, 20 ოქტომბერს უკრაინამ ევროკავშირს და ნატოს ენერგოტექნიკით დახმარებაის თხოვნით მიმართა.