სერბეთში ლითიუმის მოპოვების წინააღმდეგ მასშტაბური აქცია გაიმართა

სერბეთში ლითიუმის მოპოვების წინააღმდეგ მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციაზე ათობით ათასი ადამიანი გამოვიდა.

მოქალაქეები ევროპაში ლითიუმის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მაღაროს გახსნას ეწინააღმდეგებიან. მათ მიაჩნიათ, რომ პროექტის დაწყებით სერბეთის დასავლეთ რეგიონში, ჯადარში დაბინძურდება როგორც მიწა, ასევე წყალი.

აქციის მონაწილეებმა გადაკეტეს რკინიგზის ორი სადგური. პრეზიდენტმა ალექსანდრ ვუჩიჩმა მთავრობის საგანგებო სხდომა დანიშნა.

მსგავსი თემები