“წინასწარი ინფორმაციით, კიევში რუსებმა ჩრდილოეთ კორეული რაკეტა გამოიყენეს”- ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსულმა ძალებმა კიევზე თავდასხმისას, წინასწარი ინფორმაციით, ჩრდილოეთ კორეული რაკეტა გამოიყენეს. მან აღნიშნულს, მორიგი მიზანმიმართული ტერაქტი უწოდა უკრაინის წინააღმდეგ.

„წუხელ, კიევის ოლქში, სამწუხაროდ, მამა და პატარა ვაჟი გარდაიცვალნენ – ბავშვი ოთხი წლის იყო. ვუსამძიმრებ ოჯახს და მეგობრებს. დაშავდა კიდევ სამი ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი, 12 წლის ბიჭი“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი ინფორმაციით, მხოლოდ ამ ერთ კვირაში რუსეთის არმიამ უკრაინას 30-ზე მეტი რაკეტით და 800-ზე მეტი მართვადი ავიაბომბით დაარტყა.

 

მსგავსი თემები