“პრემიერ-მინისტრი არ ჩანს, რომ დაინტერესებულია ურთიერთობების გაგრძელებით”- სენატორი

“იმედგაცრუება გამოიწვია, რომ პრემიერ-მინისტრმა არ გააკეთა რაიმე შემოთავაზება, რაც მას და მის ადმინისტრაციას სურს გააკეთოს ამერიკასთან ურთიერთობების გასაუმჯობესებლად”- ამის შესახებ სენატორმა ჯინ შაჰინმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ვიზიტის შეფასებისას განაცხადა.

სენატორი იმედს გამოთქვამს, რომ პრემიერ-მინისტრი და მისი მთავრობა გადადგამენ იმ ნაბიჯებს, ურთიერთობების გაუმჯობესებისთვის.

„იმედგაცრუება გამოიწვია, რომ პრემიერ-მინისტრმა არ გააკეთა რაიმე შემოთავაზება, რაც მას და მის ადმინისტრაციას სურს გააკეთოს ამერიკასთან ურთიერთობების გასაუმჯობესებლად. ვისაუბრეთ მთელ რიგ წუხილზე რომელიც ჩვენ გვაქვს, თუნდაც იმ განცხადებაზე, რომ თითქოს ამერიკა საქართველოში გადატრიალებას გეგმავდა, რაც აბსოლუტური სიცრუეა. იმედი მაქვს, რომ პრემიერ-მინისტრი და მისი მთავრობა შეხედავენ და გადადგამენ იმ ნაბიჯებს, რომლის გაკეთებაც შეუძლიათ მათ მომავალში იმისთვის, რომ განაგრძონ ურთიერთობების გაუმჯობესება, რომელიც საქართველოსთან 30 წლის განმავლობაში გვქონდა. აშშ-ს ინვესტიცია აქვს გაკეთებული, მხარდაჭერას უწევდა საქართველოს, მონაწილეობდა სკოლების აღდგენაში. ჩვენ საქართველოს დემოკრატიულ მიზნებს, ეკონომიკის განვითარებას, საქართველოს მოქალაქეებს და მათ სურვილებს ვუჭერდით მხარს. იმედგაცრუებას იწვევს, რომ პრემიერ-მინისტრი არ არის დაინტერესებული ან არ ჩანს, რომ დაინტერესებულია ამ ურთიერთობების გაგრძელებით“ – აღნიშნა ჯინ შაჰინმა.

ჯინ შაჰინი ამბობს, რომ ურთიერთობების გაგრძელება და გაღრმავება სურს ზუსტად ამერიკასაც და იმედი აქვთ რომ „ქართული ოცნების“ მხრიდან ნახავენ პასუხს.

„30 წელზე მეტია გვაკავშირებს საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა. ყველა მინიშნება საქართველოს მოქალაქეების მხრიდან ის არის, რომ ისინი ამ პარტნიორობას მხარს უჭერენ. ისინი მხარს უჭერენ და აფასებენ ურთიერთობას, რომელიც 30 წლის განმავლობაში აიგო. უყურებენ დასავლეთს და აქვთ მოლოდინი, რომ ეს გაგრძელდეს. ეს ურთიერთობები რომ გაგრძელდეს და გაღრმავდეს ეს სურს ზუსტად ამერიკას და იმედი გვაქვს რომ ვნახავთ პასუხს „ქართული ოცნების“ მხრიდან რომ მათაც იგივე აინტერესებთ“ – აღნიშნა სენატორმა.

მსგავსი თემები