დონალდ ტრამპის თვითმფრინავი ავარიულად დაეშვა

აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატის, დონალდ ტრამპის თვითმფრინავი ავარიულად დაეშვა. ინფორმაციას „ეიბისი ნიუსი“ ავრცელებს.  თვითმფრინავის ავარიულად დაშვების მიზეზად ტექნიკური შეფერხება დასახელდა.

დონალდ ტრამპი წინასაარჩევნო აქციაზე ბოზმენში მიემართებოდა. თვითმფრინავის ავარიულად დაშვების გამო კი მონტანას შტატის, ქალაქ ბილინგში მოუწია ჩასვლა, რის შემდეგაც ტრამპი სხვა კერძო თვითმფრინავით ბოზმენში გაფრინდა.

მომხდარის გამო ტრამპს ამომრჩეველთან შეხვედრაზე რამდენიმე საათით დააგვიანდა.

 

მსგავსი თემები