გეოლოგი ლაშა სუხიშვილი გამოკითხვაზე დაიბარეს

გეოლოგი ლაშა სუხიშვილი საგამოძიებო სამსახურში, გამოკითხვაზე იმყოფებოდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის გეოგრაფიის დეპარტამენტის უფროსს კითხვები იმ ანგარიშის შესახებ დაუსვეს, რომლითაც დამტკიცდა, რომ შოვის ტრაგედიის თავიდან არიდება შესაძლებელი იყო.

,,შოვის სტიქიის კვლევის ფარგლებში ახალი მასალები რაც წარმოვადგინეთ, ამასთან დაკავშირებით დამიკავშირდა გამოძიება, მემგონი ორშაბათი იყო, და უბრალოდ საუბრიდან მივხვდი, რომ მთავარი ნაწილი შეეხებოდა სეისმურ ნაწილს, მასალების. რაზეც ჩემი პასუხი იყო, რომ მე არ ვარ კომპეტენტური ამ მიმართულებით, სეისმოლოგია არ არის ჩემი მიმართულება, ამიტომ მე ვერ გაგცემთ პასუხს, მაგრამ, მიუხედავად ამისა, მაინც გადაწყდა, თუ ასე იყო გადაწყვეტილი, რომ მე უნდა გამოვკითხულიყავი”, – თქვა ლაშა სუხიშვილმა.

მსგავსი თემები