ანკარაში ავტოავარიას 9 ადამიანი ემსხვერპლა

ანკარა-ესკიშეჰირის გზაზე სამგზავრო ავტობუსი გზიდან გადავიდა და ესტაკადის ბოძს შეეჯახა. ავარიის შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა, 26 კი დაშავდა.

ანკარის გუბერნატორის ვასიპ შაჰინის ცნობით, ავარიის მიზეზებთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ გზაზე მუხრუჭის კვალი არ ფიქსირდება, არსებობს ვარაუდი, რომ მძღოლს ჩაეძინა. შაჰინის თქმით, მძღოლი დაღუპულთა შორისაა.

დაშავებულები საავადმყოფოში არიან გადაყვანილი. ესტაკადაზე მოძრაობა კი გარკვეული პერიოდის განმავლობაში შეფერხებული იყო.

მსგავსი თემები