გენო პეტრიაშვილი ოლიმპიადის მეოთხედფინალშია!

პარიზის 2024 წლის ოლიმპიურ თამაშებზე დღეს რიოს ოლიმპიადის ბრინჯაოსა და ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ვერცხლის პრიზიორი გენო პეტრიაშვილი (+125კგ) ასპარეზობს.

ქართველმა ფალავანმა თავისუფალ ჭიდაობაში პარიზის ოლიმპადიაზე პირველი ორთაბრძოლა მოიგო და 1/4 ფინალში გავიდა

წინა ოლიმპიადის ვერცხლის მედალოსანმა პეტრიაშვილმა უკრაინელი ოლექსანდრ ხოციანივსკი ანგარიშით 11:0 დაამარცხა.

პეტრიაშვილის მეტოქე მეოთხედფინალში პოლონელი რობერტ ბარანი იქნება.

მსგავსი თემები