უკრაინა კურსკის ოლქში 100 კვადრატულ კილომეტრს აკონტროლებს – WP

უკრაინის შეიარაღებული ძალები რუსეთში, კურსკის ოლქში უკვე 100 კვადრატული კილომეტრს აკონტროლებენ. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Washington Post-ი უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მრჩევლზე დაყრდნობით ავრცელებს.

ზელენსკის მრჩეველმა, რომელმაც ანონიმურობის პირობით ისაუბრა გამოცემასთან, რუსეთის შიგნით უკრაინის სამხედრო აქტივობა დაადასტურა და აღნიშნა, რომ მისმა ძალებმა სამ დღეში, დაახლოებით 100 კვ. კილომეტრი დაიკავეს.

მისივე ცნობით, უკრაინელებმა აიყვანეს ასობით ტყვე და აიღეს ბენზინგასამართი სადგური, რომელსაც რუსეთი უნგრეთთან და სლოვაკეთთან ენერგო ტრანზაქციებისთვის იყენებს.

სტატიის მიხედვით, მიუხედავად იმისა, რომ უკრაინის შეჭრის ზუსტი მიზანი გაურკვეველია, გარდა იმისა, რომ პოტენციურად გადაიყვანს რუსული ჯარები უკრაინის აღმოსავლეთ დონეცკის რეგიონიდან, ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ კიევი შესაძლოა ცდილობდეს ბერკეტების მოპოვებას მომავალ მოლაპარაკებებში.

ერთ-ერთი შეფასების მიხედვით, უკრაინელები ცდილობენ ხელი შეუშალონ რუსული ძალების გადაადგილებას ხარკოვის რეგიონში სუმის სამხრეთ-აღმოსავლეთით, განაცხადა ამერიკელმა ოფიციალურმა წარმომადგენელმა.

მსგავსი თემები