„ეს ნამდვილად შეჭრაა”- კურსკის ოლქში უკრაინის ერთ-ერთი კარგად აღჭურვილი სამხედრო დანაყოფო შევიდა

რუსეთის კურსკის ოლქში მიმდინარე ბრძოლებს უკრაინის ერთ-ერთი ყველაზე კარგად აღჭურვილი და ყველაზე სწრაფი სამხედრო ნაწილი შეუერთდა. ამის შესახებ ინფორმაციას Forbes-ი ავრცელებს.

„ვიდეოზე, რომელიც სოციალურ მედიაში გავრცელდა, ასახულია T-64BV ან T-80BV ტანკი, UR-77 გამნაღმველი მანქანა, IMR-2 საინჟინრო მანქანა, BTR-80 და ამერიკული წარმოების Stryker-ის ჯავშანტრანსპორტიორები. კონტექსტიდან ირკვევა, რომ ვიდეო ასახავს რუსეთის პოზიციებზე უკრაინის სერიოზული შეტევის პირველ მომენტებს“ – წერს Forbes-ი.

Forbes-ი ხაზს უსვამს, უკრაინის ამჟამინდელი ოპერაცია სამხრეთ რუსეთში მანამდე განხორციელებული რეიდებისგან განსხვავდება.

”ყოველ საათში უფრო ცხადი ხდება, რომ ის, რაც კურსკში ხდება, არ არის რეიდი: ეს ნამდვილად შეჭრაა” – ნათქვამია სტატიაში.

 

მსგავსი თემები