“საქართველო მტკიცედ აღუდგება დესტაბილიზაციის ნებისმიერ მცდელობებს”- პრეზიდენტი

„ოკუპაცია დავიწყებული არაა! ამას არასდროს მივეჩვევით და არასდროს მივიღებთ!“ – ამის შესახებ, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა, რითაც  2008 წლის აგვისტოს ომს გამოეხმაურა.

პრეზიდენტი ამბობს, რომ საქართველო მტკიცედ აღუდგება დესტაბილიზაციის ნებისმიერ მცდელობებს.

“აგვისტო ტრაგიკულ მოგონებას შეიცავს საქართველოს ისტორიისთვის. 16 წელი რუსეთის უკანასკნელი შემოჭრიდან, ოკუპაცია დავიწყებული არაა! ამას არასდროს მივეჩვევით და არასდროს მივიღებთ! საქართველო მყარად დარჩება საკუთარ ევროპულ გზაზე და მტკიცედ აღუდგება დესტაბილიზაციის ნებისმიერ მცდელობებს” – წერს ზურაბიშვილი.

მსგავსი თემები