ლაშა ბექაური 8 აგვისტოს მიხეილ მესხის სტადიონზე ოქროს მედალს წარადგენს

ორგზის ოლიმპიური ჩემპიონის გამოსვლის ღონისძიება 8 აგვისტოს, 19:45 საათზე, მიხეილ მესხის სტადიონზე გაიმართება. მედლის წარდგენა, “იბერია 1999” და თურქულ “ბაშაქშეჰირს” დაპირისპირებამდე იქნება.

ძიუდოისტი ლაშა ბექაური ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი გახდა. მან ფინალში იაპონელი სანშირო მურაო დაამარცხა და საქართველოს ნაკრებს პირველი ოქროს მედალი მოუტანა. საქართველოს ნაკრებს პარიზის ოლიმპიადაზე ვერცხლის მედალი მსოფლიოს სამგზის ჩემპიონმა ტატო გრიგალაშვილმა მოუტანა. ასევე, ვერცხლის მედალს დაეუფლა ქართველი ძიუდოისტი (100კგ) ილია სულამანიძე. მოკრივე ლაშა გურულმა კი ოლიმპიადაზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

მსგავსი თემები