ოქროსმედალოსანი, რომელმაც ოლიმპიურ სოფელში ცუდ პირობებზე ისაუბრა, პარიზის ერთ-ერთ პარკში მძინარე ნახეს

იტალიელ მოცურავეს და ოლიმპიური თამაშების ოქროსმედალოსნს, ტომას ჩეკონს პარიზის ერთ-ერთ პარკში ეძინა. ფოტო პრესაში და სოციალურ ქსელებში ვირუსულად გავრცელდა. ჩეკონს ფოტო საუდელმა ნიჩბოსანმა, ჰუსეინ ალირეზამ გადაუღო და სოციალურ ქსელში ატვირთა წარწერით: „დღეს დაისვენე, ხვალ გაიმარჯვე“- ინფორმაციას ბრიტანული გამოცემა Mirror  ავრცელებს.

ტომას ჩეკონმა საჯაროდ გამოხატა უკმაყოფილება პარიზის თამაშების ორგანიზატორებისადმი და ოლიმპიურ სოფელში არსებულ ცუდ პირობებზე ისაუბრა:

„ოლიმპიურ სოფელში არ არის კონდიციონერი, ცხელა და საკვებიც უვარგისია. ბევრმა სპორტსმენმა ამ მიზეზების გამო ოლიმპიური სოფელი  დატოვა და სხვაგან გადავიდა საცხოვრებლად. ეს არის რეალობა, რომელიც, შესაძლოა, ბევრმა არ იცის“.

ვირუსულად გავრცელებულ ფოტოს, თითქოს ტომას ჩეკონს თავშესაფარი არ აქვს, იტალიის ცურვის ფედერაცია მოკლე წინადადებით გამოეხმაურა – „მან მხოლოდ ჩათვლიმა“.

მსგავსი თემები