ხვალიდან თბილისის ყველა სასაფლაო ათი დღით დაიკეტება

  •  

თბილისში 56-ვე მუნიციპალური სასაფლაო ხვალიდან ათი დღით დაიკეტება. ინფორმაციას თბილისის მერიაში ადასტურებენ.

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, დედაქალაქში და სხვა ქალაქებში სასაფლაოებზე შეზღუდვები საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში წესდება, რომლის მიზანიც სააღდგომო დღეებში და მომდევნო პერიოდში ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენცია და „კოვიდ 19“-ის შემთხვევის ზრდის თავიდან აცილებაა.

მსგავსი თემები