ბანგლადეშის არმიის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ ქვეყანაში დროებითი მთავრობა ჩამოყალიბდება

ბანგლადეშის არმიის ხელმძღვანელის, ვაკერ-უზ-ზამანის განცხადებით, ქვეყანაში დროებითი მთავრობა ჩამოყალიბდება. სატელევიზიო მიმართვის დროს ბანგლადეშის სამხედრო მაღალჩინოსანმა აღნიშნა, რომ ქვეყნის პრეზიდენტს, მოჰამედ შაჰაბუდინს შეხვდება და საუბარი პრობლემის გადაწყვეტას შეეხება.

მან ასევე თქვა, რომ უკვე ესაუბრა ოპოზიციური პოლიტიკურ პარტიების წარმომადგენლებს.

ამ დრომდე უცნობია, ვინ უხელმძღვანელებს ქვეყნის დროებით მთავრობას. პარალელურად, ვრცელდება ინფორმაცია, რომ საპროტესტო აქციის მონაწილეებმა ბანგლადეშის პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციის შენობა გაძარცვეს.

არსებული ინფორმაციით, ბალნგლადეშის პრემიერ-მინისტრი შეიხ ჰასინა თანამდებობიდან გადადგომის და ქვეყნის დატოვების შემდეგ ინდოეთში ჩავიდა.

მსგავსი თემები