„ცაჰალმა“ ღაზაში „ჰამასის“ ეკონომიკის მინისტრის მკვლელობის შესახებ განაცხადა

ისრაელის სამხედრო-საჰაერო ძალებმა ღაზის სექტორზე მიტანილი საჰაერო იერიშის შედეგად „ჰამასის“ ეკონომიკის მინისტრი აბედ ალ ზერია მოკლეს.

როგორც ისრაელის თავდაცვის არმია ამტკიცებს, ალ ზერია „ჰამასის“ სამხედრო ფრთის წარმომადგენელი იყო. ის დაჯგუფების სამხედრო პოტენციალის ამაღლებაზე მუშაობდა.

ალ ზერია ახლო აღმოსავლეთში მოქმედ აგრეთვე სხვა ტერორისტულ დაჯგუფებებთან ინფორმაციის გაცვლით იყო დაკავებული, ამტკიცებენ ისრაელის არმიაში.

„ჰამასის“ ეკონომიკის მინისტრი მნიშვნელოვან როლს თამაშობდა ღაზის მოსახლეობისთვის განკუთვნილი ჰუმანიტარული დახმარების მითვისებაში. ის აგრეთვე ტერორისტული მიზნებისთვის საწვავის გადანაწილებაში იღებდა მონაწილეობას.

მსგავსი თემები