ბანგლადეშის პრემიერმა მასობრივი არეულობების ფონზე თანამდებობა დატოვა

ბანგლადეშის პრემიერ-მინისტრი შეიხ ჰასინა ქვეყანაში მასობრივი არეულობების ფონზე თანამდებობიდან გადადგა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ბანგლადეშის მთავრობის თავმჯდომარემ შესაძლოა ქვეყანაც დატოვოს და ფინეთში გაიქცეს.

ბანგლადეშში ივლისის დასაწყისში მასობრივი აქციები დაიწყო, რაც მოგვიანებით მომიტინგეებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირებაში გადაიზარდა. ბოლო ცნობებით, დაპირისპირებას დაახლოებით 300 ადამიანი ემსხვერპლა. მიტინგების მთავარ მიზეზად ბანგლადეშელი სტუდენტებისთვის დასაქმების კვოტების შემოღება სახელდება.

მსგავსი თემები