აზერბაიჯანელ ჟურნალისტს პატიმრობა შეეფარდა

აზერბაიჯანელ ჟურნალისტს, აფგან სადიგოვს 3 თვის ვადით საექსტრადაციო პატიმრობა შეეფარდა. ეს გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ქეთევან ჯაჭვაძემ მიიღო. როგორც პროცესზე მოსამართლემ განმარტა, ბრალდებულს აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ბრალად ედება ადამიანებისგან დიდი ოდენობით ქონების ხელში ჩაგდების მიზნით შეურაცხმყოფელი ინფორმაციის გავრცელების მუქარა.

„დღეის მდგომარეობით სასამართლოში წარდგენილი ინფორმაციით, ბრალდებულს აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ბრალად ედება ადამიანებისგან დიდი ოდენობით ქონების ხელში ჩაგდების მიზნით შეურაცხმყოფელი ინფორმაციის გავრცელების მუქარა. ასევე, თანხის მოთხოვნა, რომ არ გავრცელებულიყო გარკვეული შეურაცხმყოფელი ინფორმაციები“ – განმარტა ქეთევან ჯაჭვაძემ.

აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან სადიგოვი გუშინ დააკავეს. თავდაპირველად დაკავების შესახებ ინფორმაცია და ვიდეო მასალა სოციალურ ქსელში ჟურნალისტის მეუღლემ, სევინჩ სადიგოვამ გამოაქვეყნა

მსგავსი თემები