კახეთში ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა

კახეთში, სოფელ მატანში ავარიის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ორი კი დაშავდა. შემთხვევა წუხელ გვიან ღამით მოხდა. არსებული ინფორმაციით,  მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა, საჭე ვერ დაიმორჩილა და  გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა.

ადგილზე მობილიზებული იყო  საპატრულო პოლიცია, მაშველები და სასწრაფო დახმარების სამსახური. 22 წლის მძღოლი ადგილზე დაიღუპა. დაშავებული მგზავრები სხეულის  სხვადასხვა  დაზიანებებით თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, მათგან ერთ- ერთის მდგომარეობა კრიტიკულია.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

 

მსგავსი თემები