ოკუპირებულ სევასტოპოლში რუსული წყალქვეშა ნავი ჩაძირეს

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ოკუპირებულ სევასტოპოლში რუსული წყალქვეშა ნავი ჩაძირეს. ამის შესახებ განცხადებას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.

„უკრაინის თავდაცვის ძალებმა დროებით ოკუპირებულ ყირიმში მტრის წყალქვეშა ნავსა და C-400 საზენიტო-სარაკეტო კომპლექსზე დარტყმა მიიტანეს. შედეგად, დადასტურებული ინფორმაციით, გუშინ სარაკეტო ძალების ქვედანაყოფებმა, უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო-საზღვაო ძალების ქვედანაყოფებთან ურთიერთქმედებაში მნიშვნელოვნად დააზიანეს საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი „ტრიუმფის” 4 გამშვები დანადგარი.

 ასევე სევასტოპოლის პორტში წარმატებით დაიბომბა რუსეთის ფედერაციის შავი ზღვის ფლოტის წყალქვეშა ნავი „როსტოვ-ნა-დონუ“. მოხვედრის შედეგად წყალქვეშა ნავი ადგილზე ჩაიძირა“, – ნათქვამია განცხადებაში.

მსგავსი თემები