ევროკავშირი სომალიში მომხდარ ტერაქტს გმობს

ევროკავშირი სომალიში მომხდარ ტერაქტს მკაცრად გმობს. ამის შესახებ განცხადებას ევროკავშირის საგარეო სამსახურის პრესსპიკერი, პიტერ სტანო ავრცელებს.

„გუშინ ღამით, მოგადიშოში მომხდარ ტერაქტს, რომელზეც პასუხისმგებლობა „ალ-შაბაბმა“ აიღო, ევროკავშირი მკაცრად გმობს. ევროკავშირი სომალის მთავრობისა და სომალელი ხალხის გვერდით დგას და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში სომალის მიმართ ერთგულებას ადასტურებს“ – ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, სომალის დედაქალაქის სანაპიროზე თავდასხმა თვითმკვლელმა ტერორისტმა და შეიარაღებულმა პირებმა განახორციელეს, რის შედეგადაც, სულ მცირე, 32 ადამიანი დაიღუპა და 63 დაშავდა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ისლამისტურმა დაჯგუფებამ „ალ-შაბაბმა“ აიღო.

მსგავსი თემები