„ვხედავთ გარკვეულ ჩარევებს, რომლებიც ეწინააღმდეგება სარჩევნო პრინციპებს“- პრემიერი

„აშკარად ვხედავთ გარკვეულ ჩარევებს, რომლებიც ეწინააღმდეგება სარჩევნო პრინციპებს, ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს შოვში,  დემოკრატიის ფესტივალთან დაკავშირებით განუცხადა, რომელიც თელავში, „აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის“ ორგანიზებით იმართება.

პრემიერი ამბობს, რომ ეს ყველაფერი არჩევნების შედეგებზე ვერ აისახება.

„აშკარად ვხედავთ გარკვეულ ჩარევებს, რომლებიც ეწინააღმდეგება სარჩევნო პრინციპებს, თუმცა საბოლოო ჯამში, ეს ყველაფერი არჩევნების შედეგებზე ვერ აისახება“- განაცხადა პრემიერმა.

პრემიერი აცხადებს, რომ შოვში მომხდარი ტრაგედიის გამოძიების დეტალები უახლეს დღეებში იქნება ცნობილი

მსგავსი თემები