ისმაილ ჰანიეს გლოვის გამო ისრაელის საგარეო უწყებაში თურქეთის ელჩი დაიბარეს

ისრაელში თურქეთის ელჩი ქვეყნის საგარეო უწყებაში მას შემდეგ დაიბარეს, რაც დიპლომატიურმა მისიამ „ჰამასის“ პოლიტიკური ლიდერის, ისმაილ ჰანიეს დაღუპვის გამო გლოვის ნიშნად საელჩოს შენობაზე დროშა დაუშვა.

ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტროში აცხადებენ, რომ  „ისრაელის სახელმწიფო არ იქნება შემწყნარებელი, როდესაც გლოვა ცხადდება ისეთი მკვლელის გამო, როგორიც ისმაილ ჰანიე იყო“.

„ჰამასის“ პოლიტიკური ლიდერი თეირანში მოკლეს, როდესაც ირანის პრეზიდენტის ინაუგურაციაზე იყო ჩასული.

 

მსგავსი თემები