ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების გამოქვეყნება 3 აგვისტოდან დაიწყება

ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების გამოქვეყნება 3 აგვისტოდან ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყება. ამის შესახებ ინფორმაციას, გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს.  

„საკუთარი შედეგის გასაგებად აბიტურიენტი უნდა შევიდეს ვებგვერდზე https://online.naec.ge/defonline/, შესაბამის ველში კი შეიყვანოს პირადი თერთმეტნიშნა ნომერი და ხუთნიშნა პაროლი.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ეტაპობრივად, ნაშრომების გასწორების დასრულებისთანავე გამოაქვეყნებს აბიტურიენტთა პირველად შედეგებს სხვა საგამოცდო საგნებშიც. გისურვებთ წარმატებას!აღნიშნულია ინფორმაციაში.

 

მსგავსი თემები