,,ილია სულამანიძეს აქვს ყველაფერი იმისთვის, რომ თავისი კარიერა წარმატებით წარმართოს” – თეა წულუკიანი

,,ილია სულამანიძეს აქვს ყველაფერი იმისთვის, რომ თავისი კარიერა მომავალში წარმატებით წარმართოს”, – განაცხადა ვიცე-პრემიერმა, კულტურისა და სპორტის მინისტრმა თეა წულუკიანმა და პარიზის ოლიმპიადაზე ილია სულამანიძის ასპარეზობის შესახებ კომენტარი გააკეთა.

„დარბაზში უკიდურესად მაღალი ხარისხის დაძაბულობა იყო. ერთი ხელის გაწვდენაზე იყო ოქროს მედალი, მაგრამ ჩვენ ვერცხლის ოლიმპიური მედალი მივიღეთ და ვფიქრობ, რომ ეს დიდი გამარჯვებაა და გაკვეთილიც“, – აღნიშნა წულუკიანმა.

ძიუდოისტმა, ილია სულამანიძემ პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე ვერცხლის მედალი მოიპოვა.

მსგავსი თემები