,,თუ ჩინეთი მოისურვებს, შეუძლია აიძულოს რუსეთი შეაჩეროს ეს ომი” – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მიიჩნევს, რომ თუ ჩინეთი მტკიცე პოზიციას დაიკავებს, მას შეუძლია აიძულოს რუსეთი შეაჩეროს აგრესია უკრაინის წინააღმდეგ. ამ თემაზე მან ფრანგ ჟურნალისტებთან ინტერვიუს დროს ისაუბრა.

,,თუ ჩინეთი მოისურვებს, მას შეუძლია აიძულოს რუსეთი შეაჩეროს ეს ომი. როგორც მთელ სამყაროზე ვსაუბრობთ. ჩინეთი ამ სამყაროს განუყოფელი ნაწილია, ერთ-ერთი გავლენიანი ძალა. ვისურვებდი, რომ მათ არ ჰქონოდათ შუამავლის მისია. ვისურვებდი, რომ რუსეთზე ზეწოლა მოახდინონ, რომ ომი დასრულდეს. ისევე, როგორც შეერთებული შტატები ახორციელებს ზეწოლას. ისევე, როგორც ევროკავშირი ახდენს ზეწოლას”, – თქვა ზელენსკიმ.

 

მსგავსი თემები