მოლდოვამ რუსეთის საელჩოს თანამშრომელი ქვეყნიდან გააძევა

მოლდოვამ რუსეთის საელჩოს ერთ-ერთი თანამშრომელი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა. აღნიშნულის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტრომ უწყებაში დაბარებულ რუსეთის ელჩ, ოლეგ ვასნეცოვს აცნობა.

როგორც სამინისტრო განმარტავს, გაძევების გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც კონკრეტული აქტივობებით შეგროვდა ინფორმაცია და მტკიცებულებები, რომ რუსი დიპლომატი მოლდოვის ტერიტორიაზე დიპლომატიურ სტატუსთან შეუთავსებელ საქმიანობას ახორციელებდა.

ეს მას შემდეგ მოხდა, რაც პარლამენტში ჩხრეკის შედეგად ღალატის ბრალდებით ორი პირი დააკავეს. ერთ-ერთი დაკავებული, მედიის ცნობით, პარლამენტის იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელია. სავარაუდოდ, ის დააკავეს კიშინიოვში რუსეთის საელჩოს თანამშრომლებისთვის ინფორმაციის გადაცემის დროს.

მსგავსი თემები