აშშ-ში ახალშობილი კორონავირუსით გარდაიცვალა

აშშ-ში, კონექტიკუტის შტატში ახალშობილი კორონავირუსით გარდაიცვალა. ამის შესახებ შტატის გუბერნატორმა ნედ ლემონტმა განაცხადა.

„დღეს მწუხარებით ვადასტურებთ კონექტიკუტში ბავშვებს შორის სიკვდილის პირველ ფაქტს, რომელიც კორონავირუსს უკავშირდება. 6 კვირის ახალშობილი გასული კვირის ბოლოს იყო ჰოსპიტალიზირებული და მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. გასულ ღამეს ჩატარებულმა ტესტირებამ დაადასტურა, რომ ახალშობილი კორონავირუსით იყო ინფიცირებული. ეს აბსოლუტურად შემზარავი ფაქტია“, – დაწერა კონექტიკუტის შტატის გუბერნატორმა ტვიტერზე.

ამერიკის შეერთებულ შტატებში კორონავირუსით 205,438 ადამიანი არის ინფიცირებული, საიდანაც 4,528 შემთხვევა ფატალურად დასრულდა. გამოჯანმრთელებულია 8,762 ადამიანი.

მსგავსი თემები