„აშშ-ს არ აქვს უფლება, ჩაერიოს საზღვრის საკითხებში“  – ოფიციალური ჩინეთი

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის – ანტონი ბლინკენის განცხადებით, აშშ 500 მილიონ აშშ დოლარის დაფინანსებას გამოუყოფს ფილიპინებს თავდაცვის შესაძლებლობების გასაზრდელად. ოფიციალური ჩინეთი კი განმარტავს, რომ აშშ არ არის მხარე სამხრეთ ჩინეთის საზღვრების საკითხებში.

„ჩინეთმა არაერთხელ დააფიქსირა თავისი პოზიცია აშშ-სა და ფილიპინებს შორის სამხედრო თანამშრომლობის შესახებ. აშშ არ არის მხარე სამხრეთ ჩინეთის ზღვის საკითხში და არ აქვს უფლება ჩაერიოს საზღვაო საკითხებში ჩინეთსა და ფილიპინებს შორის. ფილიპინებმა უნდა დაინახოს, რომ სამხრეთ ჩინეთის ზღვაში დაპირისპირების მიზნით, რეგიონის გარეთ მყოფ ქვეყნებთან დაკავშირება მხოლოდ რეგიონის დესტაბილიზაციას და უფრო მეტ დაძაბულობას გამოიწვევს“ – განმარტავენ ჩინეთის საგარეო უწყებაში.

როგორც ლინ ჯიანი ამბობს,  გარე ძალებისგან უსაფრთხოების გარანტიის მოპოვება მხოლოდ უფრო დიდ დაუცველობას გამოიწვევს და სხვის ჭადრაკად გადაქცევას გამოიწვევს.

„ბლოკური პოლიტიკისა და სამხედრო დაპირისპირებისკენ მიმართული ნებისმიერი ნაბიჯი ხალხში პოპულარული არ იქნება და წარმატებას ვერ მიაღწევს. ჩვენი გზავნილი შესაბამისი ქვეყნისთვის არის ის, რომ საკუთარი უსაფრთხოების დასაცავად და რეგიონის მშვიდობიანი და სტაბილური შენარჩუნების ერთადერთი დადასტურებული გზა არის კეთილმეზობლობის, დიალოგისა და კონსულტაციების დაბრუნება და სტრატეგიული დამოუკიდებლობის შენარჩუნება“ – აღნიშნა მან.

 

მსგავსი თემები