„მეტი ვიდრე სპორტი“-  ლაშა ბექაური მეტოქესთან ერთად (video)

სოციალურ ქსელში აქტიურად ვრცელდება სხვადასხვა ფოტო და ვიდეო მასალები ორგზის ოლიმპიურ ჩემპიონთან, ლაშა ბექაურთან დაკავშირებით. ამჯერად ის კადრებში მეტოქესთან,  იაპონელ სანშირო მურაოსთან ერთად ჩანს. როგორც ვიდეოში ისმის სანშირო მურაომ ბექაურს „საუკეთესო“ უწოდა.

24 წლის ქართველმა სპორტსმენმა შეჯიბრების ფინალში იაპონელ სანშირო მურაოს ორი ვაზარით მოუგო. პირველი ვაზარი იაპონელმა აიღო, თუმცა ბექაურმა მალევე გაათანაბრა ანგარიში (1:1), ხოლო ძირითადი დროის დასრულებამდე 4 წამით ადრე ლაშამ მეორე ვაზარით მურაო დაამარცხა და ოლიმპიური ჩემპიონობა მოიპოვა.

 

მსგავსი თემები