სიონისტური ბარბაროსობა კვლავ ვერ მიაღწევს თავის მიზნებს – ერდოღანი

,,სიონისტური ბარბაროსობა კვლავ ვერ მიაღწევს თავის მიზნებს”, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა, „ჰამასის“ ლიდერის, ისმაილ ჰანიეს მკვლელობასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, ეს იყო პალესტინის საქმის, ღაზის წინააღმდეგობის და პალესტინელების კანონიერი ბრძოლის შელახვის საზიზღარი მცდელობა, რომლის მიზანია მათი დემორალიზება, დაშინება და ჩახშობა.

ერდოღანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს მკვლელობა ეხმიანება წინა თავდასხმებს პალესტინელ ფიგურებზე, როგორიცაა შეიხ აჰმედ იასინი და აბდულ აზიზ ალ-რანტისი.

თურქეთის პრეზიდენტმა ისლამურ სამყაროს ღაზას სექტორში ჩაგვრის შეწყვეტისთვის ერთიანი პოზიციისკენ მოუწოდა და კიდევ ერთხელ დაადასტურა თურქეთის ვალდებულება, მხარი დაუჭიროს სუვერენული პალესტინის სახელმწიფოს შექმნას აღმოსავლეთ იერუსალიმში დედაქალაქით.

მსგავსი თემები