ლიბანიდან ისრაელის ჩრდილოეთში ათი რაკეტა ისროლეს, რასაც ერთი ადამიანი ემსხვერპლა

ლიბანიდან ნასროლ რაკეტას ისრაელის ჩრდილოეთში მსხვერპლი მოჰყვა. ისრაელის მედია წერს, რომ ლიბანიდან ისრაელის მიმართულებით ათი რაკეტა ისროლეს, რის შედეგად ჰაგოშრიმის კიბუცში აფეთქებული რაკეტის ნამსხვრევებისგან მიღებული სხეულის დაზიანებით 30 წლის მამაკაცი დაიღუპა.

რაკეტების უმრავლესობა ისრაელის საჰაერო თავდაცვის სისტემამ გაანეიტრალა. ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, რაკეტების გაშვების ადგილი ისრაელის არმიის დანაყოფმა არტილერიით დაბომბა.

მსგავსი თემები