ისრაელი ერდოღანის განცხადების გამო თურქეთის ნატოდან გარიცხვას ითხოვს

ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტრო თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადების გამო თურქეთის ნატოდან გარიცხვას ითხოვს.

„თურქეთის პრეზიდენტის ერდოღანის განცხადებებისა და საშიში რიტორიკის ჭრილში, რომელიც ისრაელში შეჭრას გულისხმობდა, ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა ისრაელ კაცმა დიპლომატებს დაავალა სასწრაფოდ დაუკავშირდნენ ნატოს ყველა წევრს და მათ თურქეთის დაგმობისკენ მოუწოდონ, რეგიონული ალიანსიდან მისი გარიცხვა მოითხოვონ“, – ციტირებს Reuters-ი ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას.

ცნობისთვის, ერდოღანმა 28 ივლისს განაცხადა, რომ თურქეთი შესაძლოა, პალესტინელების დახმარების მიზნით, ისრაელში შევიდეს.

მსგავსი თემები