„მთელი კაცობრიობა რომ დაგვიპირისპირდეს, „გეი აღლუმი“ არ ჩატარდება“ – „ქართული მარში“

„ქართული მარშის“ ერთ-ერთი ლიდერის, სანდრო ბრეგაძის განცხადებით, 18 მაისიდან, 100 ათასობით ადამიანი გამოვა და თბილისის ქუჩებს დაიკავებს. როგორც ბრეგაძემ „მედიაცენტრ მთავარში“ განაცხადა, 2000-ზე მეტი ადამიანი მარტო ქუთაისიდან მოდის.

„ჩვენი გეგმა შემდეგია: რაც არ უნდა მოხდეს, მთელი კაცობრიობა რომ დაგვიპირისპირდეს, „გეი აღლუმი“ საქართველოში არ ჩატარდება. რადგან, პირველ რიგში, პრივილეგიას ვანიჭებთ სახელმწიფოს, სწორედ მან უნდა უზრუნველყოს, რომ აღლუმი არ ჩატარდეს. უახლოეს პერიოდში, საპატრიარქოს მკაფიო და რადიკალურ პოზიციას ველოდებით“ – აღნიშნა სანდრო ბრეგაძემ „მედიაცენტრ მთავარში“.

მისივე განცხადებით, მათი მხრიდან ყოველგვარი ძალადობა გამოირიცხება და ერთადერთი აღლუმი, რომელიც საქართველოში ჩატარდება ეს მხოლოდ შეირაღებული ძალების აღლუმი იქნება.

„გვაქვს სული მობილიზაცია. არ იქნება არანაირი ძალადობა. 100 ათასობით ადამიანი გამოვა ქუჩაში. საქართველოში ჩატარდება მხოლოდ ერთადერთი აღლუმი – საქართველოს შეიარაღებული ძალების. ჩვენ დავიკავებთ თბილისის ყველა ცენტრალურ ქუჩას. თუ ისინი მოინდომებენ ჩვენზე გადავლას, სამართალდამცველებმა უნდა იმოქმედონ. იქ ტყუილად არავინ დადგება. იქნება ხალხური სიმღერები, კულტურული ღონისძიებები, საქართველოს კუთხეებს წარმოვაჩენთ და ეს იქნება მშვიდობიანი აქცია“ – აღნიშნა ბრეგაძემ „მედიაცენტრ მთავარში.

„ქართული მარშის“ ინფორმაციით, 18 მაისს თბილისისკენ დაიძრებიან ქუთაისიდან, ბათუმიდან, გურიიდან, სამეგრელოდან და კახეთიდან. „მარში“ საქართველოს ხელისუფლებასაც მიმართავს და მოუწოდებს, საკუთარი პოზიცია დააფიქსიროს.

„მათ უნდა დააფიქსირონ ღია და მკაფიო პოზიცია, უჭერენ თუ არა გეი აღლუმის გამართავს მხარს. მივმართავ როგორც პრემიერ მინისტრს, ისე მთავრობის ყველა წევრს. სირაქლემას პოზიციაში ყოფნა არ გამოუვათ. არავის მივცემთ საშუალებას, საქართველოში გარყვნილების ზეიმი ჩაატაროს“ – აცხადებს ბრეგაძე.

მსგავსი თემები