რუსეთმა მასშტაბური საზღვაო წვრთნები დაიწყო

რუსეთმა მასშტაბური საზღვაო წვრთნები დაიწყო. ის არქტიკაში, ბალტიის ზღვაზე, წყნარ ოკეანეში და კასპიის ზღვაში ჩატარდება.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, მანევრებში 300 ხომალდი, კატარღა, წყალქვეშა ნავი და მომარაგების გემი მონაწილეობს, წვრთნებში ჩართულია 50 საფრენი აპარატი, 200 ერთეული სპეციალური ტექნიკა და 20 ათასამდე სამხედრო და სამოქალაქო პირი.

წვრთნების მიზანია სამხედრო მეთაურობის ორგანოების მოქმედების და ხომალდების ეკიპაჟების, საზღვაო ავიაციის ნაწილების და სანაპირო დაცვის ქვედანაყოფების მზადყოფნის შემოწმება. მანევრების დროს 300-მდე სამხედრო დავალება იქნება შესრულებული, რომლის დროს რეალური შეიარაღება იქნება გამოყენებული. საუბარია სარაკეტო და საარტილერიო სროლებზე საზღვაო და საჰაერო მიზნებში.

წვრთნებში შავი ზღვის ფლოტი არ მონაწილეობს. მან უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სრულმასშტაბიანი აგრესიის დაწყების შემდეგ მნიშვნელოვანი ზარალი განიცადა.

მსგავსი თემები