გერმანიაში აცხადებენ, რომ პუტინის არ ეშინიათ

გერმანიამ განაცხადა, რომ არ აშინებს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მუქარა, საშუალო სიშორის ბირთვული იარაღის წარმოებასთან დაკავშირებით.

„ასეთი განცხადებები ვერ შეგვაშინებს“- განაცხადა გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა სებასტიან ფიშერმა პრესკონფერენციაზე.

აშშ-მა და გერმანიამ ივლისში განაცხადეს, რომ 2026 წლიდან დაიწყებენ გერმანიაში შორი მოქმედების საიერიშო საშუალებების განლაგებას. ამ ნაბიჯის მიზანია, წარმოაჩინოს ნატოსა და ევროპის თავდაცვისადმი ერთგულება.

კვირას სანქტ-პეტერბურგში გამართულ საზღვაო აღლუმზე პუტინმა განახადა, რომ თავისი მოქმედებებით აშშ მიდის რისკზე, რომ ცივი ომის სულისკვეთების ახალი სარაკეტო კრიზისის პროვოცირება მოახდინოს.

 

მსგავსი თემები