ავსტრალიის სანაპიროსთან ნახევარი საუკუნის წინ ჩაძირული გემი იპოვეს

BBC-ის ინფორმაციით, ავსტრალიის სანაპიროსთან ჩაძირული გემი MV Noongah-ი, 55 წლის შემდეგ იპოვეს.  გემის ჩაძირვის შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა. 71 მეტრიან გემს მეტალი გადაჰქონდა, როდესაც 1969 წელს, ნიუ საუს ველსის სანაპიროსთან შტორმში მოჰყვა და ჩაიძირა. გემის სამძებრო სამუშაოები, ავსტრალიის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ სამძებრო ოპერაციად ითვლება.

ეკიპაჟის 26 წევრიდან, 5 მათგანი გემის ჩაძირვიდან მალევე ამოიყვანეს წყლიდან, თუმცა გარდაცვლილებიდან მხოლოდ ერთი ადამიანის ცხედარი იპოვეს.

 

მსგავსი თემები