,,ვაფასებ საქართველოს ევროპულ არჩევანს და იმ პროგრესს, რომელსაც მათ მიაღწიეს” – ევროკავშირის საკითხებში უნგრეთის მინისტრი

ევროკავშირის საკითხებში უნგრეთის მინისტრმა, იანოშ ბოკამ დამსახურებაზე დაფუძნებული გაფართოების პოლიტიკის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და შეაქო საქართველო ევროინტეგრაციის გზისადმი ერთგულებისა და პროგრესისთვის.

„ჩვენ შევინარჩუნებთ თანმიმდევრულ და დამსახურებაზე დაფუძნებულ გაფართოების პოლიტიკას გაწევრიანების გზაზე მყოფი ყველა ქვეყნის მიმართ. გაფართოება ევროკავშირის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პოლიტიკაა. ამ ხელსაყრელი ტენდენციის შესანარჩუნებლად აუცილებელია დამსახურებაზე დაფუძნებული, დაბალანსებული და სანდო გაფართოების პოლიტიკის შენარჩუნება“, – აღნიშნა ბოკამ.

მან ასევე განსაკუთრებულად გაუსვა ხაზი საქართველოს ერთგულებას ევროპული გზისადმი და იმ მნიშვნელოვან ნაბიჯებს, რომლებიც ქვეყანამ გადადგა.

„მე ასევე ვაფასებ საქართველოს ევროპულ არჩევანს და იმ პროგრესს, რომელსაც მათ მიაღწიეს. მიმაჩნია, რომ მნიშვნელოვანია ჩვენი დიალოგის გაგრძელება და ქვეყნის ევროპულ სტრუქტურებში ჩართულობა“, – დასძინა მან.

მსგავსი თემები