ჩინეთმა პარიზის ოლიმპიადაზე 2 ოქროს მედალი მოიპოვა

ჩინეთის  ოლიმპიურმა ნაკრებმა მსოფლიოს 2024 წლის ოლიმპიადაზე 2 ოქროს მედალი მოიპოვა. ჩინელმა სპორტსმენებმა ტრადიციულ სახეობაში გაიმარჯვეს. ერთი – ეა არის წყალში ხტომა. ქალებს შორის ასპარეზობა სინქრონულ ხტომაში გაიმართა, სადაც ჩინურმა დუეტმა გაიმარჯვა. მათ მეორე ადგილზე გასული ამერიკელების დუეტი დაამარცხეს.

რაც შეეხება მეორე ოქროს მედალს, ის ტყვიის სროლაში მოიპოვეს. ჩინელებმა პირველობა აქაც არავის დაუთმეს. ამ შემთხვევაში, მათ კორეის დუეტი დაამარცხეს.

ჩინეთი ოლიმპიადაზე საკმაოდ დიდი დელეგაციითაა წარმოდგენილი, მას  388 ოლიმპიელი ჰყავს პარიზის ოლიმპიადაზე.

მსგავსი თემები